Gum Health Day 2024 Gum Health Day 2024 #GumsRock Read more ...

როგორ გამოვიყენოთ ელექტრონული პაროდონტოლოგიური რუქა

იმისათვის, რომ შევავსოთ ელექტრონული პაროდონტოლოგიური რუქა, უნდა შევიტანოთ შემდეგი მონაცემები: კბილის მორყევის ხარისხი, ფურკაციის ჩართულობა, ღრძილის საზღვარი (მმ), ზონდირების სიღრმე და სხვა დეტალები. ლურჯად შეღებილი სივრცეები ასახავს პაროდონტოლოგიურ ჯიბეებს, ის ავტომატურად იცვლება, როცა თქვენ შეგყავთ ღრძილის საზღვრის მონაცემი, რაც ისახება წითელი ხაზით და მიმაგრების დონე მმ-ში (მანძილი პაროდონტოლოგიური ჯიბის ფსკერამდე), რაც ისახება ლურჯი ხაზით.

ფურკაციის ჩართულობისას იხატება წრე. ცარიელი წრე (ფუკაციის 1 ხარისხი), ნახევრად სავსე წრე (ფურკაციის 2 ხარისხი), სავსე წრე (ფურკაციის 3 ხარისხი)

Manual for the digital recording of the online periodontal charting tool

კბილის ნომერზე დაჭერისას გადაიხაზება კბილი და წაიშლება ყველა პარამეტრი, ხელახლა დაკლიკებისას აღდგება კბილიც და მისი მონაცემებიც.

იმპლანტის ღილაკზე დაჭერისას აღნიშნული კბილის ნაცვლად დაიხატება იმპლანტი.

სისხლდენა ზონდირების დროს (BOP) და ნადები იზომება კბილის ირგვლივ 6 წერტილში (3 წერტილი ლოყისკენ ზედაპირზე და 3 წერტილი ორალურ ზედაპირზე).

მონაცემების შეყვანის შემდეგ დააჭირეთ TAB ღილაკს და გადახვალთ შემდეგ კბილზე ავტომატურად.

განმეორებით დაჭერის შემთხვევაში იცვლება ფურკაციის ხარისხის ნიშანი:
1 დაჭერა: ხარიხი 1
2 დაჭერა: ხარიხი 2
3 დაჭერა: ხარიხი 3
4 დაჭერა: თავიდან დაწყება

თუ დავაწვებით სხვა დეტალების უჯრას, საშუალება გვაქვს ჩავწეროთ დამატებით მოკლე ტექსტი თითოეული კბილის შესახებ.

ინფორმაცია:

ნადების და სისხლდენის შეტანა შესაძლოა გავამარტივოთ:

თუ დავაწვებით წარწერას "PLAQUE" ან "BLEEDING ON PROBING" მთელი ხაზი მოინიშნება. ხოლო SHIFT- ღილაკის დაჭერასთან ერთად ყველა მონაცემი წაიშლება.

თუ მუდმივად დავაჭერთ SHIFT-ღიაკს, ისრის მიტანაც საკმარისია რომ გააქტიურდეს ველები.


როგორ შევინახოთ ელექტრონული პაროდონტოლოგიური რუქა

ელექტრონული პაროდონტოლოგიური რუქა არ ინახება კომპიუტერში ისე როგორც სხვა ტექსტური დოკუმენტები. ასევე ეს საიტი არ იმახსოვრებს და ინახავს მონაცემებს რაც თქვენ შეგყავთ.

მონაცემის შენახვისათვის ვაწვებით "Print" ღილაკს, გაიხსნება ველი სადაც შეგვიძლია ავირჩიოთ Adobe PDF ან FreePDF , დავაჭერთ OK ღილაკს და ავირჩევთ ფაილის ლოკაციას სადც გვინდა, რომ შეინახოს რუქის PDF ვერსია. ამ ვერსიაში შენახვა შესაძლებელია Apple Macintosh და Windows PC კომპიუტერზე.

Print

პრინტ მენიუში ავირჩიოთ "Save as PDF"

Online periodontal charting tool print preview

ინფორმაცია:

ფურცილს ზომა დავაყენოთ A4 ფორმატზე. თუ აუცილებელია (მაგალითად Apple safari) შესაძლოა დავაპატარაოთ ფორმატი 100%-ზე ქვემოთ.

ჩამოტვირთვა

აღნიშნული რუქა შექმნილია ხელით ზონდირებისთვის, ამიტომ ზონდირების დროს მონაცემების ავტომატური გადატანა ელექტრონულად არ ხდება.

Periodontal chart scoring sheet

ჩამოტვირთვა: პაროდონტოლოგიური რუქის შეჯამება

EN_Periodontal_Chart_Scoring_Sheet.pdf PDF

EN_Periodontal_Chart_Scoring_Sheet.xlsx Excel

პაროდონტოლოგიური რუქის კალიბრაცია

კლინიკური პაროდონტოლოგიური რუქის შედგენის მტავარი არსია, კბილის ან იმპლანტის ირგვლივ, 6 წერტილში ღრძილის რეცესიის, ზონდირების სიღრმის და მიმაგრების დონის გაზომვა. ყველა ეს მონაცემი უნდა გაიზომოს პაროდონტოლოგიური ზონდით.

1. ღრძილის საზღვარი, ზონდირების სიღრმე, მიმაგრების დონე.

ყველა კბილის მიდამოში, პირველად იზომება ღრძილის საზღვარი და ზონდირების სიღრმე. რაც შეეხება მიმაგრების დონეს - ამას თვლის თავად პროგრამა და გამოისახება ლურჯი ხაზით.

"ღრძილის საზღვარი" - იზომება ზონდით და არის მანძილი ღრძილის კიდიდან მინანქარ-დუღაბის საზღვრამდე. რესტავრაციის ან გვირგვინის კიდე შეგვიძლია ავიღოთ ნიშნულად მაშინ როცა ის მინიმუმ 3 მმ-ით აპიკალურად მდებარეობს მინანქარ-დუღაბის საზღვრიდან, სხვა შემთხვევაში უმჯობესია ვირტუალურად განისაზღვროს ნიშნული ბუნებრივი მინანქარ-დუღაბის საზღვრის მიდამოში.

"ზონდირების სიღრმე" არის მეორე მონაცემი, რათქმაუნდა იზომება ისევ ზონდით და არის მანძილი ღრძილის კიდიდან პაროდონტოლოგური ჯიბის ფსკერამდე ან ღრძილის ღარის ფსკერამდე.

"მიმაგრების დონე" განისაზღვრება ავტომატურად შემდეგი ფორმულით:

ზონდირების სიღრმე (მმ) - ღრძილის საზღვარი (მმ) = მიმაგრების დონე (მმ)

ჯანმრთელი პაროდონტი

Iჯანმრთელ მდგომარეობაში კბილის მინანქარ-დუღაბის საზღვარი მდებარეობს ღრძილქვეშ ზუსტად კბილ-ღრძილოვან შეერთებასთან. ასეთ დროს არ არის მიმაგრების დარღვევა და არც მინანქარ-დუღაბის საზღვარი ჩანს ვიზუალურად.

ამ შემთხვევაში ორივე მონაცემი ღრძილის საზღვარი (1) და ზონდირების სიღრმე (2) ერთიდაიგივეა

Probing healthy periodontium

ამ ფოტოზე, მიმაგრების დონე შესაძლოა გამოვთვალოთ შემდეგი ფორმულით:

მიმაგრების დონე 0 მმ = ზონდირების სიღრმე 2მმ - ღრძილის საზღვარი 2 მმ

ჯანმრთელი ქსოვილები იმპლანტის გარშემო

ჯანმრთელი ქსოვილები იმპლანტის გარშემო ნიშნავს ისეთ მდგომარეობას როდესაც გვირგვინის საზღვარი რბილი ქსოვილის ფარგლებშია და არ აღინიშნება ძვლის რეზორბცია იმპლანტის გარშემო.

Probing healthy implant

ამ ფოტოზე ალვეოლური ძვლის დონე შესაძლოა გამოვითვალოთ შემდეგი ფორმულით:

ალვეოლური ძვალს დონე 2 მმ = ზონდირების სიღრმე 3 მმ - ღრძილის საზღვარი 1 მმ

ღრძილის ჰიპერტროფია (ჭარბი ზრდა)

ზოგიერთ შემთხვევაში მინანქარ-დუღაბის საზღვრი შესაძლოა მდებარეობდეს ღრძილის კიდიდან ძალიან ღრმად, თუმცა მაინც იყოს კბილ-ღრძილოვანი შეერთების ზემოთ. ამ შემთხევებს ვხვდებით ღრძილის ჭარბი ზრდის ანუ ჰიპერტროფიის დროს.

ასეთ დროს მონაცემები როგორიც არის კბილ-ღრძილოვანი ღარის სიღრმე და ზონდირების სიღრმე ისევ ერთმანეთის ტოლია.

Probing gingival overgrowth

ამ ფოტოზე, მიმაგრების დონე შესაძლოა გამოვთვალოთ შემდეგი ფორმულით:

მიმაგრების დონე 0 მმ = ზონდირების სიღრმე 5 მმ - ღრძილის საზღვარი 5 მმ

შენიშვნა: ცრუ ჯიბეები ეწოდება ჯიბეებს 4მმ-ან მეტი სიღრმის სადაც დარღვეული არ არის კბილ-ღრძილოვანი შეერთება.

ჯანმრთელი ქსოვილები იმპლანტის გარშემო ესთეტიკურ ზონაში

ესთეტიკურ ზონაში ჯანსაღი ქსოვილები იმპლანტის გარშემო შემდეგნაერად გამოიყურება: სუპრასტრუქტურის საზღვარი მდებარეობს ღრძილის კიდის ქვემოთ და არ არის ალვეოლური ძვლის რეზორბცია.

Probing deep healthy implant

ამ ფოტოზე ალვეოლური ძვლის დონე შესაძლოა გამოვითვალოთ შემდეგი ფორმულით:

ალვეოლური ძვალს (პერი იმპლანტური ქსოვილების მიმაგრება) დონე 2 მმ = ზონდირების სიღრმე 5 მმ - ღრძილის საზღვარი 3 მმ.

პაროდონტული ჯიბე

ზოგიერთ დაავადებულ უბანში, მინანქარ-დუღაბის საზღვარი შესაძლოა მდებარეობდეს ღრძილის კიდის ქვემოთ ან პირიქით ზემოთ. მანძილი ღრძილის კიდესა და პაროდონტული ჯიბის ფსკერს შორის იწერება როგორც პათოლოგიური ჯიბის ზონდირების სიღრმე.

Probing periodontal pocket

ამ ფოტოზე, მიმაგრების დონე შესაძლოა გამოვთვალოთ შემდეგი ფორმულით:

მიმაგრების დონე 5 მმ = ზონდირების სიღრმე 7 მმ - ღრძილის საზღვარი 2 მმ.

შენიშვნა: პაროდონტული ჯიბეები რომლებიც >4 მმ-ზე მეტია და აღმოჩენილია პაროდონტოლოგიური მკურნალობის შემდგომ არის ე.წ. განმეორებითი ანუ დარჩენილი ჯიბეები.

პათოლოგიური ჯიბეები იმპლანტის გარშემო

იმ უბანში სადაც არის პერი იმპლანტიტი, სუპრასტრუქტურის საზღვარი შესაძლოა მდებაოერბდეს როგორც ღრძილის კიდის ქვემოთ ასევე მის ზემოთ. მანძილი ღრძილის კიდესა და იმპლანტის ირგვლივ პათოლოგიური ჯიბის ფსკერს შორის არის პერი იმპლანტური ქსოვილების ზონდირების სიღრმე.

Probing periimplantitis

ამ ფოტოზე ალვეოლური ძვლის დონე შესაძლოა გამოვითვალოთ შემდეგი ფორმულით:

ალვეოლური ძვალს (პერი იმპლანტური ქსოვილების მიმაგრება) დონე 6 მმ = ზონდირების სიღრმე 7 მმ - ღრძილის საზღვარი 1 მმ.

ღრძილის რეცესია

ღრძილის რეცესია ეწოდება ისეთ მდგომარეობას, როცა ღრძილის საზღვარი არის მინანქარ-დუღაბის საზღვარის აპიკალურად. ამ შემთხვევაში ღრძილის საზღვარი არის უარყოფითი რიცხვი.

Probing gingival recession

ამ ფოტოზე, მიმაგრების დონე შესაძლოა გამოვთვალოთ შემდეგი ფორმულით:

მიმაგრების დონე 6 მმ = ზონდირების სიღრმე 2 მმ - ღრძილის კიდის მდებარეობა -4 მმ.

რეცესია იმპანტის გარშემო

პერი იმპლანტური ქსოვილების რეცესია არის ის მდგომარეობა, როცა ღრძილის საზღვარი მდებარეობს სუპრასტრუქტურის საზღვრის აპიკალურად. ამ შემთხვევაში ღრძილის საზღვარი არის უარყოფითი რიცხვი.

Probing periimplant recession

ამ ფოტოზე ალვეოლური ძვლის დონე შესაძლოა გამოვითვალოთ შემდეგი ფორმულით:

ალვეოლური ძვალს (პერი იმპლანტური ქსოვილების მიმაგრება) დონე 4 მმ = ზონდირების სიღრმე 2 მმ - ღრძილის საზღვარი 2 მმ.

ექვსი წერტილი კბილის ან იმპლანტის გარშემო

კბილის ან იმპლანტის ირგვლივ 6 წერტილის სწორად შერჩევა ზონდირებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეული კბილი თუ იმპლანტი საღეჭი ზედაპირიდან იყოფა 6 ნაწილად, თითო მიდამოდან ვირჩევთ იმ წერტილს სადაც ყველაზე ღრმაა ზონდირების სიღრმე.

Probing six sites per tooth

პაროდონტული ზონდის დახრა/ანგულაცია

პაროდონტული ზონდი უნდა გაყვეს კბილის ფესვს იმისათვის რომ სწორად გავიგოთ ზონდირების სიღრმე.ინსტრუმენტი უნდა დაიხაროს მედიო-დისტალურად A ან B, და ამასთანავე იყოს კბილის ფესვის მიმართულების პარალელური (მოერიდეთ ზონდის დახრას ვესტიბულო-ორალური მიმართულებით).

Angulation of the periodontal probe

2. ფურკაციის ჩართულობის ხარისხი

ყველა მოლარის და პირველი პრემოლარის ფურკაციები უნდა შემოწმდეს სპეციალური ფურკაციის ზონდით. ზონდის ჰორიზონტალური ნაწილი არის გრადუირებული შემდეგი კრიტერიეუმით (0-3) (Hamp et al., 1975):

Probing furcation

ხარისხი 0 = ფურკაცია არ ისინჯება

ხარისხი 1 = ფურკაცია ისინჯება, ზონდის ჰორიზონტალური ნაწილი იფარება ≤ 3 მმ-ზე

ხარისხი 2 = ფურკაცია ისინჯება, ზონდის ჰორიზონტალური ნაწილი იფარება > 3 მმ-ზე

ხარისხი 3 = ფურკაცია სრულიად ღია და გამჭოლია

3. კბილის მორყევის ხარისხი

კბილის მორყევის ხარისხი ისინჯება ორი ინსტრუმენტით შემდეგი წესით (Miller, 1950):

ხარისხი 0 = ნორმა (ფიზიოლოგიური მობილობა)

ხარისხი 1 = კბილის მორყევა 1 მმ-მდე ჰორიზონტალური მიმართულებით

ხარისხი 2 = ბილის მორყევა 1 მმ-ზე მეტი ჰორიზონტალური მიმართულებით

ხარისხი 3 = კბილის მორყევა ვერტიკალური მიმართულებით

ლიტერატურა

Miller S. C., Textbook of Periodontia, 3rd edition, The Blakiston Co., Philadelphia and Toronto,1950.

Hamp S. E., Nyman S., Lindhe J., Periodontal treatment of multirooted teeth. Results after 5 years. J. Clin. Periodontol. 1975;2:126–135. doi: 10.1111/j.1600-051X.1975.tb01734.x.